ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.
დემონტაჟი დილით ადრე, დაახლოებით 5 საათზე დაიწყო. ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ძეგლთან ხალხის მცირე ჯგუფი შეიკრიბა.
ერთი დღით ადრე, 8 ნოემბერს, რეზეკნის მერმა ალექსანდრე ბარტაშევიჩმა, რომელიც პრორუსულ პარტიას „თანხმობა“ წარმოადგენს, აღიარა, რომ საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის დემონტაჟი კანონით განსაზღვრულ ვადაში - 15 ნოემბრამდე იყო დაგეგმილი.
თავის მიმართვაში ბარტაშევიჩმა თქვა, რომ „ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ ბარბაროსულ ქმედებებს თავიდან აიცილებდა" და „საღი აზრი გაიმარჯვებდა".
შეგახსენებთ, რომ ლატვიის სეიმმა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.