სოციალურ ქსელ Twitter-ის ახალი მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი, გამოდის შემოთავზებით, რომ სოციალურ ქსელს ფულის გადარიცხვის ფუნქცია დაემატოს.
მასკის თქმით, მაგალითად, თუ მომხმარებელი გადაიხდის $8 სოციალური ქსელის გამოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ის ავტომატურად წევრიანდება პლატფორმის „ავტორიზებული გადახდის სისტემაში“.
მისივე თქმით, მომხმარებლები ნებისმიერ დროს შეძლებენ სისტემიდან გამოსვლას და სოციალურ ქსელში არსებული ანგარიშიდან თანხის ამოღებას, იმ შემთხვევაში თუ Twitter-ის ანგარიში, საბანკო ანგარიშს დაუკავშირეს.
მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.