ესტონეთი და ლატვია, პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოვარდნას ეხმაურებიან. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ესტონეთი მზადაა, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.
„შემაშფოთებელია უახლესი ამბები პოლონეთიდან. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყება.
„რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა ისროლა რაკეტები, რომლებიც არამხოლოდ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უმიზნებდა, არამედ, NATO-ს ტერიტორიაზე, პოლონეთშიც ჩავარდა. ლატვია სრულად უჭერს მხარს პოლონელ მეგობრებს და გმობს ამ დანაშაულს“, - აცხადებს თავის მხრივ, ლატვიის თავდაცვის მინისტრი.