ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზით, მიმდინარე წელს დაახლოებით 540 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა, რაც 2021 წელთან შედარებით 26,1%-ით მეტია.
ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის სს-ის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს BTK-ით 428 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა.
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, პირველი ხაზი 2017 წელს ამოქმედდა. 850 კილომეტრიანი გზა უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. მათ შორის ევროპულ სივრცეზე წვდომის ჩათვლით დღეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს დასავლეთის მარშრუტზე“, - განაცხადა როვშან რუსტამოვმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მშენებლობა სრულად დასრულდა. საქართველოს მხარეს მშენებლობა 86%-ით არის დასრულებული.
ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.