რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტის საიტზე მომხდარ კიბერშეტევაზე, პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო

ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროპარლამენტის საიტზე კომპლექსური კიბერშეტევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო".

„ჩემი რეაქცია: #SlavaUkraini" “-  წერს რობერტა მეცოლა. 

ევროპარლამენტის ვებგვერდზე, კიბერშეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გამო დაგმო.