აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაფართოებას გეგმავს.
ამის შესახებ ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რაჰმან ჰუმმატოვმა განაცხადა.
„2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ით გაიზარდა - 8,7 მლნ ტონამდე, აქედან 6,7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა სარკინიგზო ტრანსპორტით.
ველოდებით სატრანზიტო ტვირთის მოცულობას გაორმაგებას მიმდინარე წლის ბოლოს. ამიტომ ვგეგმავთ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გაფართოებას (მე-2 ფაზის მშენებლობას), ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის გამტარუნარიანობის გაზრდას“, - განაცხადა რაჰმან ჰუმმატოვმა.