Bloomberg-ის ცნობით, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, რომელიც ევროკავშირის კონფიდენციალურობის მთავარი დამკვირვებელია, აშშ-ს მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta, ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გაჟონვისთვის $277 მილიონით დააჯარიმა.
მედიის ცნობით, გამოძიება ეხებოდა ჰაკერულ ვებსაიტზე პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას Facbook-ის 533 მილიონი მომხმარებლის შესახებ მათი ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების ჩათვლით.
კომპანიის განცხადებით, პრობლემა აღმოაჩინეს და ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოფხვრეს.
ჯარიმის გამოცხადების შემდეგ, Meta-მ განაცხადა, რომ ადამიანების მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ამ ბიზნესის ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტურია და კომპანია სრულად თანამშრომლობს მარეგულირებლებთან.