NATO-ს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება უზრუნველყონ. კერძოდ, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის Patriot-ის სისტემები, მაგრამ სანამ ამ სისტემების შესახებ დისკუსიები გრძელდება, NATO ყურადღებას ამახვილებს საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რაც უკრაინამ უკვე მიიღო.
ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, მინისტერიალის პირველი დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას ყველაზე მოწინავე სისტემები, როგორიცაა, ნორვეგიული NASAMS-ი და გერმანული IRIS-T-ი. ეს სისტემები აჩვენებენ მაღალ შედეგებს, რასაც მოწმობს უკრაინის თავდაცვის ეფექტიანობა რუსული სარაკეტო თავდასხმებისა და თვითმფრინავების თავდასხმების დროს.
ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემების საბრძოლო მასალის მიწოდება, ასევე სათადარიგო ნაწილები მათი მოვლა-შეკეთებისთვის.
შეგახსენებთ, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს.