გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

გერმანიის ბუნდესტაგმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

ამის შესახებ Ukrinform-ის კორესპონდენტი იუწყება.

რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით, დათვლის გარეშე, ხელის აწევით მიიღეს. ხმა მისცა ოთხმა ფრაქციამ. მემარცხენეებმა და „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ თავი შეიკავეს.

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა. 

საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.