რომელი ქვეყნები ყიდულობენ რუსეთისგან ნედლ ნავთობს

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საზღვაო ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან ინდოეთში 14-ჯერ გაიზარდა ხოლო ჩინეთში 1,6-ჯერ. სააგენტო Anadolu მონაცემებს ლონდონში დაფუძნებულ (რეალურ დროში მონაცემთა თვალთვალის კომპანია) Vortexa-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნედლი ნავთობის გადაზიდვის მარშრუტი თანდათან შეიცვალა.

თუ გასულ წელს ინდოეთს რუსეთიდან დღეში მაქსიმუმ 35 000 ბარელი ნედლი ნავთობი შემოჰქონდა, მაშინ იანვარ-თებერვალში შესყიდვები პრაქტიკულად გაქრა.

რუსული ნავთობი ფასდაკლებით გაყიდვის შესახებ, მოსკოვის გადაწყვეტილების შემდეგ, ინდოეთის შესყიდვებმა რუსეთიდან უკვე მარტში დღეში 68 000 ბარელს მიაღწია.

მომდევნო თვეებში ინდოეთის რუსული ნავთობის შესყიდვამ სტაბილური ზრდა აჩვენა და ნოემბერში დაახლოებით დღეში 959 ათასი ბარელი შეადგინა.

რუსეთიდან თურქეთში ნედლი ნავთობის ექსპორტი მითითებულ პერიოდში სამჯერ გაიზარდა - 110 000 ბარელიდან 327 000 ბარელამდე დღეში. თუ ომამდელ პერიოდში კუბა რუსეთიდან ნედლ ნავთობს ძალიან შეზღუდული რაოდენობით ყიდულობდა, 2022 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი დღეში 48 ათას ბარელამდე გაიზარდა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არაბეთის გაერთიანებული საამიროები ასევე იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ. თუ 2020 წლის ივნისიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რუსული ნავთობის იმპორტი არ განხორციელებულა, 2022 წლის მაისში შესყიდვები დღეში 35 ათას ბარელს შეადგენდა.

გასული თვის მდგომარეობით, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნედლი ნავთობის იმპორტმა რუსეთიდან დღეში 28 000 ბარელი შეადგინა. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, რუსეთმა ევროკავშირში 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გაყიდა და $51 მილიარდამდე შემოსავალი მიიღო.