უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის მდგრადობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩადის ვაშინგტონში.
ზელენსკის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას განიხილავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს.
ომის დაწყების შემდეგ, ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი იქნება. უკრაინის პრეზიდენტი ამ დრომდე საერთაშორისო ტრიბუნებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით იყენებდა.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.