გერმანიის ეკონომიკის ფედერალური სამინისტრო, ხელისუფლებას მოუწოდებს Twitter-ის მოკლე შეტყობინებების სერვისის წესების გამკაცრება განიხილოს.
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სვენ გიგოლდმა სოციალურ ქსელებში Twitter-ზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ დაწერა.
მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ პლატფორმის მფლობელი მილიარდერი ილონ მასკი გახდა.
„ტვიტერის პლატფორმის წესების მკვეთრი ცვლილებები და თვითნებური გამოყენება ქმნის რისკებს“, - წერს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ევროკომისიისადმი მიწერილ წერილში.
მისივე თქმით, Twitter-ის გამოყენების წესების სწრაფი ცვლილება და ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვა, თავისუფალ სიტყვას საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.