26 დეკემბერს დნიპროში, რუსი მწერლის მაქსიმ გორკისა და საბჭოთა პილოტის ვალერი ჩკალოვის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა.
ქალაქის კომუნალურმა სამსახურებმა ძეგლები სპეციალური ტექნიკის დახმარებით კვარცხლბეკებიდან ამოიღეს და ერთ-ერთი კომუნალური დაწესებულების ტერიტორიაზე გადაიტანეს.
16 დეკემბერს ქალაქში ალექსანდრე პუშკინისა და ვოლოდია დუბინინის ძეგლები აიღეს.
საერთო ჯამში, საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და სსრკ-სთან დაკავშირებული 10-მდე ძეგლის დემონტაჟის შესახებ, მათ შორისაა ალექსანდრე ბულიგინის, მიხაილ ლომონოსოვის, გენერალ-ლეიტენანტი ეფიმ პუშკინის (ცნობილი როგორც ტანკი) და ალექსანდრე მატროსოვის ძეგლები.