TMTM-ის ასოციაციის გენერალური მდივანი გაიდარ აბდიკარიმოვი ამბობს, რომ საერთაშორისო ტრანსკასპიური დერეფნის (შუა დერეფანი) ინტერესი განუხრელად იზრდება და 2022 წლის მონაცემებით, ამ დერეფანში ტვირთბრუნვა სამჯერაა გაზრდილი.
გაზაფხულის დასაწყისში ყაზახეთმა და ტრანსკასპიური დერეფნის სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, მთავრობის დონეზე მარშრუტის განვითარების მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესაძლებლობა განიხილეს.
ერთობლივი საწარმოს ფარგლებში შესაძლებელი იქნება გამჭოლი ტარიფების ბოლომდე დადგენისა და ტვირთის დეკლარაციის საკითხები, ასევე ერთიანი IT ინსტრუმენტების გამოყენება და ტრანსკაპიური მარშრუტის გასწვრივ სატრანზიტო ტვირთების კონსოლიდაცია.
ამასთან, იგეგმებოდა, რომ მხარეებს ერთობლივი საწარმო მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეექმნათ.
„ეს პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, კოორდინაციაში მონაწილე მხარეები ადგენენ ურთიერთქმედების ფორმატს და არ არსებობს კონკრეტული, განსაზღვრული ვადები, როგორც ადრე იყო ნათქვამი. ჩვენ კონცეპტუალურად უნდა მივაღწიოთ მხარეებს შორის შეთანხმებას. სანამ ეს ყველაფერი სრულად არ მოგვარდება, ჩვენ ამ საკითხს განსახილველად არ ვაყენებთ“, - ამბობს გაიდარ აბდიკარიმოვი TMTM-ის ასოციაციის გენერალური მდივანი.
შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.
ასევე წაიკითხეთ: