SpaceX-ის, Tesla-ს და Twitter-ის მფლობელი მილიარდერი, ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც 200 მილიარდი დოლარი დაკარგა, იტყობინება Bloomberg.
მისმა ქონებამ 340 მილიარდ დოლარამდე 2021 წლის 4 ნოემბრისთვის მიაღწია.
ამით ის გახდა მეორე ადამიანი მსოფლიოში ჯეფ ბეზოსის შემდეგ, რომელმაც 200 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა.
- ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა
- 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes
მასკის სიმდიდრის მკვეთრი ვარდნა 2022 წლის ბოლო კვირებში Tesla-ს აქციების დაცემით არის გამოწვეული, მათ შორის 11%-იანი ვარდნა სამშაბათს, 27 დეკემბერს.