რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა.
2023 წლიდან, არამეგობრული ქვეყნები, გაზის საფასურის გადახდას რუბლში შეძლებენ.
ვლადიმერ პუტინის მიერ 31 მარტს ხელმოწერილი განკარგულებით, რუსული გაზის შემსყიდველი ქვეყნები ვალდებულნი არიან გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“. ამ ბანკში გადახდების განხორციელების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე შესაბამისი სახსრები გარდაიქმნება რუბლებში.
რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდებსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას იმ მოტივით, რომ მათ გაზის საფასური რუბლებში არ გადაიხადეს.