თურქეთში გაზის ჰაბის შექმნას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა TVnet-ის ეთერში განაცხადა.
„წინასწარი მომზადების დრო ერთი წელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის და დეტალების შეფასება", - განმარტა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
დონმეზის თქმით, დროთა განმავლობაში შესაძლოა, ევროპის ქვეყნების ინტერესი პროექტის მიმართ გაიზარდოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ფასთან კავშირი არ იქნება, ეს იქნება ერთგვარი სუპერმარკეტი, სადაც იქნება შეთავაზებები.
„აღსანიშნავია, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რომ საერთაშორისო გაზის ჰაბი გახდეს. ამ იდეის განხორციელება იგეგმება საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით, LNG ობიექტების შექმნისა და რეგიონში გაზის სავაჭრო ერთადერთი ბაზრის არსებობის ფაქტორით“, - წერს მედია.
აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტის დაკარგული მოცულობის გადამისამართება.
ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქთში ტრაკიას რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულ კერად გადაიქცევა.
ასევე წაიკითხეთ: