კატარის ნავთობისა და გაზის ეროვნულმა კომპანიამ Qatar Energy-მ და ამერიკულ-ჰოლანდიურმა კორპორაციამ Chevron Phillips-მა, „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ცენტრის განვითარების მიზნით, 6 მილიარდი დოლარის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ამის შესახებ ემირატის ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა საად ბინ შარიდ ალ-ქააბიმ განაცხადა.
„მხარეებს შორის ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ზონის განვითარების შესახებ, რომელიც სპეციალიზირებულია ნავთობქიმიურ წარმოებაზე“, - განაცხადა ალ-ქააბიმ.
მან დასძინა, რომ „ერთობლივი პროექტის ღირებულება 6 მილიარდი დოლარია“.
მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი კომპანია, რომლის კაპიტალის 70% ეკუთვნის Qatar Energy-ს, 30% - Chevron Phillips-ს.
„რას ლაფანის“ ინდუსტრიული ცენტრი, რომელიც მდებარეობს კატარის დედაქალაქ დოჰადან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, სპეციალიზირებულია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებაზე.
„რას ლაფანის“ საზღვაო პორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი LNG საექსპორტო ცენტრია.