ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ რომ უკრაინის მოკავშირეები უფრო დიდი გამბედაობით უნდა გამოირჩეოდნენ, რათა უკრაინისთვის ძალიან საჭირო შეტევითი იარაღი ხელმისაწვდომი გახდეს.
- „არ მგონია, რომ რუსები რეალურად შეძლებენ ესკალაციას. ამიტომ, თევშეკავებაზე უარი უნდა ვთქვათ“.
ჰოჯესი იმედოვნებს, უკრაინა მიიღებს ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას, დრონებსა (Grey Eagle, Reaper) და მოიერიშე თვითმფრინავებს (F-16).
Politico-ს ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას, ATACMS მოითხოვა, თუმცა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის.
საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას მიიღებს, თუმცა ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე.
ამის შესახებ კულებამ RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა.
- ბენ ჰოჯესის შეფასებით, უკრაინა ყირიმის გათავისუფლებას ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს
- ბენ ჰოჯესი: ეჭვი არ მეპარება, რომ ომს უკრაინა მოიგებს
მისივე თქმით, სამხედრო დახმარება, რომელსაც უცხოელი პარტნიორები გასცემდნენ ბოლო 10 თვის განმავლობაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩათვლით, უპრეცედენტოა როგორც მოცულობით, ასევე ამ პროცესში ჩართული ქვეყნების რაოდენობით.
Politico-ს თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად საუბრისას, ვაშინგტონში ,21 დეკემბერს მოითხოვა. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის.
ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.
აშშ-მ უკრაინისთვის $3 მილიარდის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ 6 იანვარს გამოაცხადა.