ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში კვლავ აპირებს ჩასვლას.
ამის შესახებ ბრიტანული გაზეთები The Guardian-ი და Times-ი წერსენ.
Guardian-ის ცნობით, ჯონსონმა მეგობრებს აცნობა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინის დედაქალაქში გამგზავრება სურს.
ინფორმაცია გაზეთს უკრაინულმა წყაროებმაც დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მოგზაურობის თარიღების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდათ.
Times-ის ცნობით, ვიზიტის დროს ჯონსონი აპირებს, მოუწოდოს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გააძლიერონ.
ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ.
კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი.