ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება 13 იანვარს მოხდა.
თავდასხმის შესახენ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, განაცხადა ლიეტუვურმა ოპერატორმა Amber Grid-მა.
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ Twitter-ზე დაწერა, რომ ინციდენტის მიზეზებს გამოიძიებენ, თუმცა აღნიშნა, რომ დივერსია არ არის გამორიცხული.
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო აჩვენებს, რომ ხანძარი აფეთქების ადგილზე, ჩრდილოეთ ლიეტუვაში მძვინვარებდა. მილსადენის ქსელის ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
„პირველადი შეფასებით, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ზიანის განზრახ მიყენების მიზეზს, მაგრამ გამოძიება ყველა შესაძლო ვარიანტს მოიცავს“, - განაცხადა Amber Grid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე.
გაზის მიწოდება შეწყდა, მაგრამ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ აფეთქებამ დააზიანა ორი პარალელური მილსადენიდან ერთ-ერთი, რომელიც გაზის მიწოდებას ლიეტუვიდან ლატვიაში უზრუნველყოფდა და რომ Amber-ი აპირებს მიწოდების აღდგენას უმოქმედო მილსადენის გამოყენებით.
მილსადენს ლიეტუვის გაზის ეროვნული კომპანია Amber Grid, გაზის გადასატანად ქვეყნის ჩრდილოეთში და მეზობელ ლატვიაში მიწოდებისთვის იყენებს.
რეგიონის მომხმარებლებს გაზი ალტერნატიული მილსადენით მიეწოდებათ.
ლიეტუვა, ისევე როგორც უკრაინა, რუსეთს ესაზღვრება და მდებარეობს ბალტიის ზღვაზე, სადაც გასულ წელს, ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება.
მომზადებულია BBC-ის და Euronews-ის მიხედვით