თურქეთმა შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივი შეხვედრა გააუქმა - Reuters

თურქეთმა განუსაზღვრელი ვადით გააუქმა სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან, რომელიც თებერვალში, სტოკჰოლმში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მისივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ოფისში წყარომ განაცხადა, რომ თურქეთმა გადადო. მიზეზები და შეხვედრის გამართვის ახალი თარიღი არ კონკრეტდება.

მედიაში 21 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა.

ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს