ევროკავშირის ოთხი ქვეყანა ევროკომისიას, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების უზრუნველყოფას სთხოვს

ევროპაში აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებისთვისინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ფულადი სახსრების მიღების მიზნით, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი ევროკომისიას მიმართავენ. 

ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან მიქაილ ძაბბაროვთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ბუდაპეშტში განაცხადა.

„ბულგარელებთან, რუმინელებთან და სლოვაკებთან ერთად, ჩვენ მივმართეთ ევროკომისიას, რომ პრიორიტეტულად გაუმკლავდეს ამ საკითხს და რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ფინანსური დახმარება გაიღოს, რომელიც აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდისთვისაა აუცილებელი. მარშრუტი თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გავლით, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სიიარტომ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.