სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 იანვარს ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულფატაჰ ალ-სისისთან ერთობლივი გამოსვლისას მედიასთან განაცხადა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეები ჩვენს რეგიონში შესაძლოა, გაიზარდოს. აზერბაიჯანმა ბოლო მოუღო სამხედრო-პოლიტიკური საშუალებებით თითქმის 30 წლიანი ოკუპაციას, აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და თავად შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუციის მოთხოვნა“, - განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, ყარაბაღის ომით დასრულდა ოკუპაცია და აღდგა სამართლიანობა.
„ახლა ჩვენ ვაშენებთ და გათავისუფლებულ მიწებზე და ყველა ნანგრევების დანახვისას კიდევ ერთხელ ვხვდებით, თუ რა უბედურებისგან ვიხსენით აზერბაიჯანი და ვქმნითრეგიონი“, - აღნიშნა ალიევმა.
24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.
ასევე წაიკითხეთ:
- ამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე