აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბლინკენის დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა განაცახდა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ორივე მხარე ყურადღებას იჩენს ამ პროცესის მიმართ. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ყველა შესაძლო გზით, იმის გაცნობიერებით, რომ მშვიდობის მისაღწევად რთული გადაწყვეტილებებია მისაღები, როგორც ბაქოში, ასევე ერევანში", - განაცხადა დონფრიდმა.
მისივე თქმით, ეს მოიცავს მრავალი კომპლექსური საკითხის განხილვას, მათ შორის საზღვრის დემარკაციასა და ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების აღდგენას.
24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.
ასევე წაიკითხეთ:
- ამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე