საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა.

მოჰამედ ჯავად ზარიფმა ქართველ კოლეგებთან ერთად პანდემიის შედეგების დაძლევის გზები და სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა.

ყურადღება დაეთმო ასევე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში არსებულ ვითარებას და ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველო იყოს პლატფორმა მხარეების სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, ასევე ტელეფონით ესაუბრა ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა.

რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

საქართველოს პრემიერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს