თურქეთი გაზის ჰაბის ფარგლებში, პირველ კომერციულ ოპერაციას 2023 წელს შეასრულებს - ფატიჰ დონმეზი

თურქეთში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი და სავაჭრო ცენტრის შექმნაზე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ჩვენ პირველი სავაჭრო ოპერაციის განსახორციელებლად 2023 წელს ვემზადებით.

ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.

მისი თქმით, გაზის სავაჭრო ჰაბის თემაზე დისკუსია რამდენიმე ქვეყანასთან გაიმართა.

„ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რომლებთანაც ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, გამოაცხადეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ თურქული ჰაბის პროექტს“, - თქვა დონმეზმა. 

ამასთან აღნიშნა, რომ თურქეთისთვის საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მხოლოდ ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) ევროპას დაახლოებით 20 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება.

მისი თქმით, თურქეთმა იგივე რაოდენობის „ლურჯი საწვავი“ TANAP-ის მეშვეობით შეიძინა.

„საერთო აზრი ჩამოყალიბდა TANAP-ის მეშვეობით მიწოდების გაორმაგებაზე. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ეს ასევე გულისხმობს გაზის მოპოვების ზრდას მომდევნო 3-4 წელიწადში, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს როგორც თურქეთის, ისე ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ფატიჰ დონმეზმა.


 ასევე წაიკითხეთ: