ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

უკრაინის პრეზიდენტი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ელი კოენი ისრაელის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩავიდა.

„ისრაელი ყოველთვის იყო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ისრაელის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ელი კოენთნ შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება საკითხი. მე ვიწვევ ისრაელს, შეუერთდეს ჩვენი სამშვიდობო ფორმულის განხორციელებას.

მადლობელი ვარ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ ომის შემდგომი აღმშენებლობის საქმეში ქვეყნის მონაწილეობის საკითხი. უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ისრაელის გამოცდილება. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook გვერდზე განთავსებულ პოსტში.

ზელენსკიმ G20-ის სამიტზე, ნოემბერში წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა.