სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს

სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა გაგიკ მელკონიანმა, რომელიც მმართველ ფრაქციას წარმოადგენს განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში ჩავა, სომხეთს „მისი დაკავება მოუწევს“.

  • „ერევანში ვიზიტის შემთხვევაში შესაძლოა, რუსეთის სახელმწიფოს მეთაური დააკავონ“.

„უკეთესი იქნება, სომხეთში არ ჩამოვიდეს. სომხეთში რომ ჩამოვიდეს, უნდა დააპატიმრონ. მაგრამ მას არ სურს ჩამოსვლა“, - განაცხადა ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრმა Factor.am-თან ინტერვიუში და დაამატა, რომ უკეთესი იქნება, თუ პუტინი საკუთარ ქვეყანაში დარჩება.

მელკონიანი პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრია.

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.


შეგახსენებთ, სომხეთი 24 მარტს რომის სტატუტის წესდების რატიფიცირებით შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. ერევნის ამ ნაბიჯს მოსკოვის მუქარა მოჰყვა.

ცნობისთვის, რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ