თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს.
მისი თქმით, პუტინი შესაძლოა დაესწროს "როსატომის" მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის ინაუგურაციას.
"შესაძლოა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ბატონი პუტინი ჩამოვიდეს 27 აპრილს, ან ჩვენ შეიძლება დავუკავშირდეთ ინაუგურაციის ცერემონიაზე ონლაინ", - განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, კრემლმა შაბათს განაცხადა, რომ პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელება ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის აღნიშნული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე.
შეგახსენებთ, თურქეთი არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი, რომელიც ამ წესდების მონაწილე მხარეებს ავალდებულებს, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი მათ ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში. როგორც ცნობილია, პუტინის დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ 17 მარტს გასცა. რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს.
- ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს
- რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
- სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს