5 აპრილიდან რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს შეწყვეტს.
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთის ვეტერინარულ სამსახურს თხოვნით მიმართა, 5 აპრილიდან რუსეთში რძის პროდუქტების მიწოდება შეწყვიტოს.
შესაბამისი განცხადება ამის შესახებ პრესსამსახურმა გაავრცელა.
„აღნიშნული შუამდგომლობა უკავშირდება შემოწმების არადამაკმაყოფილებელ შედეგებს, რომელიც ადრე იყო ცნობილი. მიწოდების აღდგენის შესაძლებლობა დამატებით განიხილება“, - აცხადებს უწყება.
შეგახსენებთ, სომხეთი 24 მარტს რომის სტატუტის წესდების რატიფიცირებით შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. ერევნის ამ ნაბიჯს მოსკოვის მუქარა მოჰყვა.
ცნობისთვის, რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ
- ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს
- რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
- სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს