საფრანგეთი სუდანიდან თავისი მოქალაქეების, მათ შორის დიპლომატების, ევაკუაციას იწყებს - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სუდანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც.
უწყების ცნობით, მათ სწრაფი ევაკუაციის ოპერაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან.
„მიმდინარეობს ოპერაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ნიდერლანდები მონაწილეობს იორდანიის გუნდთან ერთად. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჰოლანდიელები იქიდან რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გამოიყვანონ", - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ.
სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა.
სუდანში არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ დაპირისპირების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.