ჩინეთმა და სომხეთმა გაეროში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ - მედია

ჩინეთმა მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო აკრიტიკებს. წარსულში, ჩინეთის წარმომადგენლები რეზოლუციის პროექტების კენჭისყრისას თავს იკავებდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტი Ekhokavkaza წერს.

მაამდე, გაეროში ისლანდიის წარმომადგენლობამ Twitter-ზე განათავსა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსეთი უკრაინაში აგრესორად პირველად აღიარა.

ირკვევა, რომ კენჭისყრა 26 აპრილს გაიმართა, თუმცა მედიამ ყურადღება ახლა მიაქცია რეზოლუციის ტექსტს და იმ ფაქტს, რომ ჩინეთი იყო მათ შორის, ვინც ხმა მისცა დოკუმენტს.

საერთო ჯამში, გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ რეზოლუციას მხარი 122-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის არის საქართველო.

ჩინეთის გარდა, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთის მეგობრულად მიჩნეულმა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ყაზახეთმა და სომხეთმა, ასევე, ინდოეთმა და ბრაზილიამა.

დოკუმენტი კონკრეტულად ეხება ევროპის „უპრეცედენტო გამოწვევებს“, უკრაინაში, მანამდე კი, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას“.
რუსეთი ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც ხმა მისცა დოკუმენტს (ბელორუსთან, სირიასთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ნიკარაგუასთან ერთად).

„უკრაინის ომი, რეზოლუციის მთავარი აქცენტი არ არის, ამიტომ, გაურკვეველია, არის თუ არა ჩინეთის და სხვა ქვეყნების ხმა იმის სიგნალი, რომ ხსენებულმა ქვეყნებმა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, პოზიციას შეიცვალეს.


მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა ზემოთ აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს.

დოკუმენტის განხილვისას რუსეთის წარმომადგენელმა, დოკუმენტიდან რუსეთის დაგმობის პუნქტის ამოღება მოითხოვა და დასავლეთის ქვეყნები რეზოლუციის „პოლიტიზებაში“ დაადანაშაულა.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა.

დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. რამდენიმე დღის წინ, სი ძინპინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.