მიანმარში საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს

მიანმარში გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსული ათასობით ადამიანის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ქვეყანაში მესამე დღეა რაც მოსახლეობა სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს. გასულ დღეს მიანმარში 2007 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა.

სამხედრო გადარიალების გზით მოსულმა მთავრობამ, ქვეყნის არჩეული ლიდერი, აუნგ სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ეროვნული ლიგის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ისევე,როგოც ქვეყნის პრეზიდენტი შინა პატიმრობაში არიან.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა.

სამხედრო გადატრაილების ლიდერებმა გასული დღეებში ქვეყანაში სოციალური ქსელი, Facebook-ი დაბლოკეს, რათა დემონსტრანტებს ინფორმაციას სოციალური ქსელით არ გაევრცელებინათ.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის თქმით, მიანმარში მომხდარი მოვლენები „სერიოზულ ზიანს აყენებს დემკრატიულ რეფორმას“, მან მოუწოდა ლიდერებს უკანონოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ.