საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა NATO-ს წარმომადგენელს მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განსაკურებით მნიშვნელოვანია საქართველოს პროგრესი NATO-ში გაწევრიანების გზაზე.
ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული თანამშრომლობა. მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და ურყევია NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ხავიერ კოლომინას თქმით, მისასალმებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი. მან აღნიშნა, რომ NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ NATO-ში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვიქტორ დოლიძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია.
- NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში
- ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს 23 მაისს ეწვია. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.
ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი.