აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და თურქეთის სარკინიგზო დეპარტამენტები შუა დერეფნისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას განიხილავენ, განუცხადა Trend-ს TITR-ის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა.
აბდიკერიმოვმა ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი საწარმოწ შექმნის მიზნით, შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„საერთო საწარმოს შექმნა უზრუნველყოფს ინტერმოდალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების მაღალ ხარისხს, ტრანსსასაზღვრო ტარიფების კოორდინაციას და ჩინეთიდან თურქეთში ტვირთის გადაზიდვის სრული ავტომატიზაციისთვის ერთიანი IT პლატფორმის დანერგვას“, - განაცხადა გაიდარ აბდიკერიმოვმა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ერთობლივი საწარმოს შექმნის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო დერეფნის გაერთიანება კასპიის ზღვის პორტებთან; დერეფნის გაფართოება ირანსა და არაბულ ქვეყნებში სპარსეთის ყურის, აღმოსავლეთ აფრიკისა და ინდოეთის გასწვრივ.
ცნობისთვის, შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.
-
კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
-
ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას
„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.
-
ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
-
ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
-
ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
-
პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
(TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.