ბრიტანულმა მოიერიშეებმა NATO-ს საჰაერო სივრცის სიახლოვეს, სამ რუსულ თვითმფრინავს გზა ჩაუჭრეს

ბრიტანული გამანადგურებელი Typhoon ესტონეთის ცაზე აფრინდა, რომ შეეფერხებინა რუსული ტუ-134 და ორი სუ-27, რომლებიც ესტონეთში, NATO-ს საჰაერო სივრცის მახლობლად მოძრაობდნენ. ურკაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ სამეფო საჰაერო ძალების პრესსამსახური იუწყება.
 
ხაზგასმულია, რომ რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია საერთაშორისო ნორმები რეგიონულ საჰაერო სივრცის კონტროლის სააგენტოებთან კავშირის არარსებობით.
ესტონეთის ცაზე ბრიტანული გამანადგურებელი 14 ივნისსაც აფრინდა. რუსული თვითმფრინავები მაშინაც ალაინსის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა.


დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა 17 აპრილსაც დააფიქსირეს სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე - NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-20 სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში.

მას კალინინგრადში დაფუძნებული ორი რუსული სუ-27 გამანადგურებელი დახვდა. 

„ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ NATO მომავალშიც აქ დარჩება და დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ალიანსის საჰაერო სივრცის კოლექტიური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა მაშინ ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა.