„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში“, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს. შესაბამის განცხადებას კომპანია Facebook-ზე ავრცელებს.
კომპანია აცხადებს, რომ კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება მათთვის მთავარი ღირებულება, ხოლო მიზანი, კრიზისული სიტუაციის მოგვარებაა.
“ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.
კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.
ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები კვირაზე მეტია, გაფიცულები არიან და “ჯორჯიან მანგანეზისგან” 14 - პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი საპროტესტო აქციებს თბილისში, პარლამენტთან მართავს, პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, შიმშილობას კი, 4 ადამიანი აგრძელებს.
- კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები - ომბუდსმენი მაღაროელებზე
- მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს
გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას