შვეიცარიამ და ავსტრიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც „ევროპის ფარის“ ინიციატივას შეუერთდნენ.
ინიციატივაში ჩართვისას შვეიცარიამ და ავსტრიამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი ნეიტრალიტეტი უცვლელი რჩება, თუმცა როგორც BBC წერს, ამ ჰიპოთეტურ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ არის გაცემული.
„შვეიცარიის მონაწილეობა ძირითადად უნდა მოიცავდეს ევროპულ დონეზე საჰაერო თავდაცვის შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაციას.
საჰაერო თავდაცვის ერთობლივი წვრთნა ასევე განხილვის პროცესშია“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შვეიცარიის ტრადიციულად მკაცრ ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
მას უკვე ორი ათეული წელია, სამშვიდობო ბატალიონი ჰყავს კოსოვოში. ის ასევე შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ ნეიტრალიტეტის დაცვის მოტივით, უკრაინაში გერმანიის გავლით Leopard 1-ის ტიპის ძველი ტანკების მიწოდება დაბლოკა.
რაც შეეხება ავსტრიას ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივაში ჩართვის გადაწყვეტილება ავსტრიის ნეიტრალიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.
„ჩვენ უნდა მივიღოთ ფრთხილი ზომები, რათა ჩვენი ქვეყანა უპილოტო თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რისკისგან დავიცვათ“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა 2 იცლისს.
„ვერცერთ ევროპული სახელმწიფო ვერ შეძლებს, ეფექტიანად დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე ახალი საფრთხისგან“, - ამბობს ნეჰამერი. თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა ვენის განაცხადს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
ავსტრია ევროკავშირის წევრია 1995 წლიდან.
„ევროპის ცის ფარის“ ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და ის NATO-ს 17 ევროპულ ქვეყანას მოიცავს. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია
- ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს