რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2023 წლის 20 ივლისიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი, ის სახელმწიფოები კი, რომლის დროშის ქვეშაც ასეთი გემები იმოძრავებენ, ჩაითვლებიან უკრაინის კონფლიქტში, „კიევის რეჟიმის“ მხარეს ჩართულ სახელმწიფოებად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 21 ივლისს იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა საბრძოლო ამუნიციის გამოყენებით „წვრთნა“ ჩაატარა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთში.
„შავი ზღვის ფლოტმა განახორციელა სამხედრო წვრთნა რეალური ცეცხლის, გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რომლის სამიზნე გემი იმყოფებოდა სამხედრო მომზადების პოლიგონზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში," ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
ასევე წაიკითხეთ:
შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.