შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადასატურებს შსს. დაღუპულთა რიცხვი საერთო ჯამში 6-მდე გაიზარდა. 2 ადამიანის ცხედარი სტიქიის პირველ დღეს, სამ აგვისტოს იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.


შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, 50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს.


შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.

მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.