საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის.
ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს ისინი უსაფრთხოდ არიან.
- შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.
მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.
ამ დროისთვის დაახლოებით 30-მდე ადამიანს ეძებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.