საქართველოში უკრაინის საელჩო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
„საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მოძმე ქართველ ხალხს მაღალმთიან რეგიონ რაჭაში, საკურორტო სოფელ შოვში მეწყერის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. ქედს ვიხრით ღრმა მწუხარებით“, – ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
50-მდე ადამიანიდან, ვისთანაც კავშირის დამყარება გუშინ, სამ აგვისტოს ვერ ხერხდებოდა, 15 იპოვეს, ისინი უსაფრთხოდ არიან.
- შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.
მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.
ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.