ოლივერ ვარჰეი: ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ახლა ქართველ ხალხთან ვართ

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები შოვში, ტრაგიკული მეწყერის დროს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ახლა ქართველ ხალხთან ვართ,“წერს ოლოვერ ვარჰეი Twitter-ზე.


4 აგვისტოს, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოში ჯარი ერთვება.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.


ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან. მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.