გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას Leopard 1-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. იტყობინება გაზეთი Handelsblatt.-ი. წყაროების თანახმად, Rheinmetall-მა ბელგიური კომპანია OIP Land Systems-ისგან 50 ტანკი - Leopard 1 შეიძინა. მისივე ცნობით, მოგვიანებით, ტანკები გერმანული კონცერნის დიუსელდორფის ქარხანაში შეკეთდება.
„საბოლოოდ, 50 საბრძოლო ტანკიდან 30-მდე უკრაინას გადაეცემა,“ - წერს გაზეთი.
თავის მხრივ, Reuters-ი წერს, რომ ათობით მეორადი Leopard 1-ის ტიპის ტანკი, რომელიც ოდესღაც ბელგიას ეკუთვნოდა, სხვა ევროპულმა ქვეყანამ იყიდა უკრაინული ძალებისთვის.
თავდაცვის კომპანიის OIP Land Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს განუცხადა, რომ ტანკები ბელგიის მთავრობისგან ხუთ წელზე მეტი ხნის წინ იყიდა. ახლა 50 ტანკი მიჰყიდა სხვა ევროპულ მთავრობას, რომლის დასახელებაც არ შეუძლია. ის ასევე ვერ ასახელებს ფასს.
OIP Land Systems-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ტანკები ახლა გადაყვანილია ქარხანაში არსებითი რემონტისთვის. მისი თქმით, ტანკების ნაწილი გამოყენებული იქნება სათადარიგო ნაწილებისთვის, ნაწილი კი შეკეთდება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. ფაქტს არ გამოხმაურებია არც ბელგიური მხარე.
კიევის რამდენიმე დასავლელი მოკავშირე, უკრაინაში თანამედროვე Leopard 2-ის და Leopard 1-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე ამ წლის დასაწყისში შეთანხმდა.
Leopard 1 გერმანულმა ფირმა Krauss-Maffei-მ დაამზადა. ის უფრო მსუბუქია ვიდრე Leopard 2 და აქვს სხვა ტიპის მთავარი იარაღი. Versluys-ის მიერ გაყიდული მოდელები ბოლოს 1990-იან წლებში განახლდა.
-
გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე, Gepard-ის ტიპის 45 თვითმავალ საზენიტო დანადგარს და დამატებით, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
-
იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, ტანკებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს