ბრიტანულმა გამანადგურებლებმა შოტლანდიის ჩრდილოეთით ორი რუსული ბომბდამშენი შეაკავეს

დიდი ბრიტანეთის ცნობით, მისმა გამანადგურებელმა (Typhoon) საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შოტლანდიის ჩრდილოეთით, NATO-ს პატრულირების არეალში რუსული საზღვაო საპატრულო ბომბდამშენი შეაკავეს.

„თვითმფრინავები გაიგზავნა, რათა გზა ჩაეჭრათ ორი რუსული შორი დისტანციის ბომბდამშენისთვის ამ დილით; აკვირდებოდნენ მათ შეტლანდის კუნძულების ჩრდილოეთით მოძრაობისას. ჩვენ მზად ვართ, დავუპირისპირდეთ ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს,“ - განაცხადა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰეპიმ.

შეგახსენებთ, დღესვე დანიისა და ნიდერლანდების F-16-ებმა NATO-ს საჰაერო სივრცისკენ მიმავალ ორ რუსულ ბომბდამშენს გზა ჩაუჭრეს.


ბრიტანულმა მოიერიშეებმა NATO-ს საჰაერო სივრცის სიახლოვეს, სამ რუსულ თვითმფრინავს გზა 21 ივნისსაც ჩაუჭრეს.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა.


დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა 17 აპრილსაც დააფიქსირეს სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე - NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-20 სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში.


მას კალინინგრადში დაფუძნებული ორი რუსული სუ-27 გამანადგურებელი დახვდა. 

„ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ NATO მომავალშიც აქ დარჩება და დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ალიანსის საჰაერო სივრცის კოლექტიური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა მაშინ ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა.