ზელენსკის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო წვრთნები უკვე დაიწყეს

უკრაინელები შვედურ ავიაგამანადგურებლებზე სატესტო სწავლებას უკვე გადიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „თვითმფრინავები - Gripen-ი შვედეთის სიამაყეა.

„დარწმუნებული ვარ, რომ Gripen შეძლებენ ჩვენი თავისუფლება გაცილებით უფრო დაცული გახადონ. უკრაინელების, ჩვენი პილოტების მონაწილეობით Gripen-ის სატესტო გამოცდა უკვე დაიწყო,” - განაცხადა ზელენსკიმ.


ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრთან დეტალურად განიხილა სამომავლო ნაბიჯები Gripen თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობის შესახებ.

„შევხვდები პარლამენტის სპიკერს, საპარლამენტო ძალების წარმომადგენლებს და წამოვწევ ამ საკითხს, როგორც ერთ-ერთი საკვანძოს ჩვენი ცის დასაცავად,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ჯერ კიდევ მაისში შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა უკრაინული მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, რამდენიმე უკრაინელი მფრინავის მომზადების შესახებ გამოაცხადა. ეს შეთანხმება შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ ივნისში დაადასტურა.


Reuters-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ვიზიტისას შვედეთს Gripen-ის ტიპის თვითმფრინავები სთხოვა.

„დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები შვედური Gripen-ის მიღების თემის გახსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ზელენსკიმ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ეს თემა ცენტრალური იქნება მის შეხვედრებზე სხვა შვედ ოფიციალურ პირებთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით დღეს, 19 ჩავიდა.