ზელენსკი შვედეთის შემდეგ ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ლედი ოლენა ზელენსკასთან ერთად ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი დაიწყო.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.

როგორც ყოველთვის, გვექნება არსებითი მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან," - აღნიშნა ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებია, რათა უკრაინამ ცა „რუსული ტერორისგან“ დაიცვას.

უკრაინის ლიდერის თქმით, ვიზიტის დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტის მომზადება, მშვიდობის ფორმულა და „ტერორისტული სახელმწიფოს პასუხისგებაში მიცემა.“

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა.


შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.

თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.