თეთრი სახლი: ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა

"რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა", განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნავებ, გაზსადენი ევროპას ჰყოფს და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას რუსეთის მხრიდან მანიპულაციების საგნად ხდის.

„რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა. ეს ცუდი გარიგებაა, რადგან ის ევროპას ჰყოფს და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას რუსეთის მხრიდან მანიპულაციების საგნად ხდის. ეს პროექტი ეწინააღმდეგება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ევროპის გაცხადებულ მიზნებს“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

მისი თქმით, ვაშინგტონი ამ ეტაპზე რუსული გაზსადენის საკითხს განიხილავს და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს, მის შესაჩერებლად სანქციების ამოქმედების საჭიროების კუთხით.

ამავე თემაზე:რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა განაახლა.

გერმანია აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბინძურ გარიგებას“ სთავაზობდა:გერმანული არასამთავრობოს დოკუმენტი.

ჯო ბაიდენის აზრით, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა.

აშშ-ის სენატორები ბაიდენს მოუწოდებენ, გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" სანქციები აამოქმედოს