რუმინეთის პრეზიდენტი: ჩვენს ტერიტორიაზე თუ ჩამოვარდა რუსული დრონის ნამსხვრევები, ეს სუვერენიტეტის დარღვევაა

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით “სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება” უნდა ჩატარდეს.

იოჰანისი ხაზს უსვამს, რომ გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს.


„თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ასეთი სიტუაცია სრულიად მიუღებელი იქნება და რუმინეთის, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება,” - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუმინეთი NATO-ს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებით კარგად დაცულია. ბუქარესტი NATO-ს მოკავშირეებთან მუდმივ კონტაქტზე რჩება.